დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ქრისტოფერ მილერი დანიშნა
09-11-2020, 23:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ქრისტოფერ მილერი, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დანიშნა.
 


ტრამპს არ დრომდე არ უღიარებია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები და ჯო ბაიდენის გამარჯვება და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

 


20 იანვრამდე, ვიდრე ბაიდენის ინაუგურაცია შედგება, ტრამპს, როგორც მოქმედ პრეზიდენტს, საკადრო და კანონით მინიჭებული ყველა სხვა გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება აქვს.

 

 

ტრამპმა ესპერის გათავისუფლების შესახებ განცხადება სოციალური ქსელით, „თვითერით“ გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება „დაუყოვნებლივ შედის ძალაში“. ტრამპს თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ მასსა და ესპერს შორის უთანხმოებამ მიმდინარე წლის იმ პერიოდიდან იჩინა თავი, როცა ამერიკაში რასობრივი უსამართლობის ნიადაგზე არეულობებისას ტრამპის სურვილი სამხედრო ძალებით მომხდარიყო ქუჩაში გამოსვლების ჩახშობა, ესპერმა კატეგორიულად არ გაიზიარა.

 


ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მან არაერთი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის მისი მრჩეველების მოხსნის შესახებ საზოგადოებას „თვითერით“ ამცნო.

 


ესპერის წინამორბედმა, გენერალმა ჯიმ მატისმა 2018 წლის დეკემბერში გადადგომის გადაწყვეტილება ტრამპთან საგარეო პოლიტიკის, მათ შორის სირიის ომის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო მიიღო.

 


ივნისში, როდესაც შეერთებულ შტატებში რასობრივი უსამართლობის ნიადაგზე საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა, მატისმა ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა და თქვა: „იგი პირველი პრეზიდენტია მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რომელიც არ ცდილობს ამერიკელი ხალხის გაერთიანებას - ამის მოჩვენებითი მცდელობაც კი არ აქვს. ნაცვლად ამისა, ის ჩვენს დაყოფას ცდილობს“.

 

 

2018 წლის დეკმბერში თავისი გადადგომის წერილში მატისმა მკაფიოდ გააკრიტიკა ტრამპი ამერიკის იმ უახლოესი მოკავშირეების დაუფასებლობისათვის, რომლებიც ორივე კონფლიქტში შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. მატისმა თქვა, რომ ტრამპი იმსახურებდა ისეთი თავდაცვის მდივნის ყოლას, რომელიც უფრო ახლოს იდგებოდა მის შეხედულებებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი