კიევში საცხოვრებელი კორპუსი და ანტონოვის თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს
14-03-2022, 11:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და სამმა დაზიანება მიიღო უკრაინის დედაქალაქ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, იტყობინება უკრაინის სახელმწიფო ტელევიზია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით კი, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 07:40 საათზე დაბომბვის შემდეგ, ორი ცხედარია ნაპოვნი, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ცეცხლშია გახვეული, მეხანძრეები კი კიბეებს იყენებენ მისი მცხოვრებლების გადასარჩენად.

 

 

 


ამასობაში, უკრაინის ოფიციალური პირების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რუსების მიერ კიევის ჩრდილოეთით მდებარე ანტონოვის აეროპორტის დაბომბვის შესახებ.

 


ანტონოვი, რომელიც ჰოსტომელის სახელითაც არის ცნობილი, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატვირთო აეროპორტი და ასევე მთავარი სამხედრო ავიაბაზაა.

 

 

თუმცა მოგვიანებით, ქალაქ კიევის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ თავდასხმის ობიექტი გახდა ანტონოვის თვითმფრინავის „ქარხანა“ და არა ანტონოვის აეროპორტი.

 

 

ანტონოვის თვითმფრინავების მწარმოებელი ობიექტი მდებარეობს სვიატოშინის აეროდრომზე, კიევის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში. ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.

ყველაზე კითხვადი
  1. კონგრესმენი ჯო უილსონი: სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ანიჭებს „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას
  2. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ
  3. ბიძინა ივანიშვილი: ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, გილოცავთ და არ გაგიმტყუნებთ, აუცილებლად მოგემსახურებიან
  4. ირაკლი კობახიძე: მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას
  5. 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს
  6. გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები წარადგინა
  7. 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 58.94 პროცენტს შეადგენს
  8. სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საქართველო 52%-ით იმარჯვებს
  9. ცესკო: 69 პროცენტის დათვლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს
  10. ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი