„რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, გოჩა სვანიძე იმ გუნდის წევრია, რომელსაც გია ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა - შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება, ამიტომ მე მხარს ილია ზედგინიძეს ვუჭერ," აღნიშნული განცხადება guardian.ge-სთან საუბრისას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლევან ცაბაძემ გააკეთა. ცაბაძის თქმით, რაგბის სამყარო ახალ სისხლს და გამოცდილ ადამიანებს საჭიროებს. მისივე შეფასებით, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ქართულ რაგბის აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიო სარაგბო რუკაზე ლიდერთა ადგილი დაიკავოს.
„ქართულ რაგბის ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სტუდენტური რაგბის დონეზე ვართ, თუმცა, ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ ეროვნულ ნაკრებს. ქართული რაგბი არაპროფესიონალურია, ვერ შევძელით და ვერ გადავედით პროფესიონალურ რელსებზე. სწორედ ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირს უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ამ და ამის მსგავს უამრავ პრობლემას მოაგვარებს. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობ, რომ ამას ილია ზედგინიძე შეძლებს. ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც გია ნიჟარაძეს, ისე გოჩა სვანიძეს, მაგრამ მხარს ზედგინიძეს და მის გუნდს ვუჭერ. სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ვფიქრობდი რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამომეყენებინა, თუმცა ილია ზედგინიძის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება შევცვალე - ერთმანეთს ხომ არ გავუწევდით კონკურენციას?“ - აღნიშნა ლევან ცაბაძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია კი დღეს, 18 იანვარს, 00:00 სთ-ზე სრულდება. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი ილია ზედგინიძეს და გოჩა სვანიძეს აქვთ შეტანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.