საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა თურქეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 12:11 დაამარცხა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის შემდეგ მეორედ თამაშობს ევროპირველობაზე, თურქეთთან დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება კი პირველი და შესაბამისად, ისტორიულია.
ჩვენმა გუნდმა პირველი ტაიმი 8:4 მოიგო და თითქოს თამაში გამარჯვებამდე მშვიდად უნდა მიეყვანა, მაგრამ თურქებმა ნელ-ნელა უპირატესობა გააბათილეს. გადამწყვეტი მარკო ელაჩას გოლი იყო, რომელიც ხორვატმა ლეგიონერმა მატჩის დასრულებამდე 42 წამით ადრე გაიტანა და ანგარიში 12:10 გახადა.
თურქებმა დარჩენილ დროში ერთი გოლის გაქვითვაც მოასწრეს, გამარჯვება კი საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც 22 იანვარს მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. თურქთის წინააღმდეგ მატჩში საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი მიხეილ ბაღათურია იყო 3 გოლით, 2-2-ჯერ აიღეს მეტოქის კარი დამირ ცრეპულიამ, მარკო ელეზმა და ზურაბ რურუამ. თითო გოლი კი ბექა ქავთარაძემ, მარკო ელაჩამ და კონსტანტინე გეგელაშვილმა გაიტანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIANGE – ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობა რუსეთში გამართულ სამიტში, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მასპინძლობს, არის გზავნილი ბრიუსელისთვის, რომ შეწყვიტოს „ლექციების წაკითხვა“ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, თქვა ევროკავშირის მთავრობების წარმომადგენელმა მაღალჩინოსანმა.