პოლიტიკა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე ათი საკითხია  განსახილველი, მათ შორისაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმე. საუბარი შეეხება ასევე ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმეს.

სრულად...

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტი - „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ წარადგინა. დოკუმენტი კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით, 45 მომხრე-2 ის წინააღმდეგ იქნა მიღებული. ასამბლეა რეზოლუციის პროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს და მისი საბოლოო დამტკიცების თაობაზე, გადაწყვეტილებას მიიღებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენნტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრნენ. 

სრულად...

„შენების მოძრაობის" დამფუძნებლის და თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილს განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში განთავსება და სხვა დაწესებულებებისგან დისტანცირება, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტიანობას მინიმუმ 50%-ით ამცირებს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ანკარაში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. აეროპორტში ქართულ დელეგაციას სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი, ანკარის გუბერნატორი, მერი და გარნიზონის ხელმძღვანელი დახვდა.

სრულად...

თუ წლის ბოლომდე „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ცუდად მიმავალი პროცესების შეჩერებას, მაშინ შესაძლოა, ქვეყანა უმართავ პროცესებამდე მივიდეს და ისევ ქუჩაში გადაინაცვლოს პოლიტიკურმა აქტიურობამ, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემულ პოლიტიკურ რეალობაში ახლადარჩეული პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ვერ შეძლებს ლიდერად ჩამოყალიბებას და იგი „ვერაფერს იზამს“.

სრულად...

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოპოზიციას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ საზოგადოების მხრიდან კვლავ ქარიზმატულ ლიდერის მოთხოვნის სურვილი უკვე აღარ არის „მძაფრი, მით უფრო, რომ თითქმის ყველანაირი ქარიზმატული ლიდერი მოვსინჯეთ - მდიდარიც, ღარიბიც, კომუნისტიც, დისიდენტიც“.

სრულად...

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს არ სჯერა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აშანტაჟებს „ქართულ ოცნებას“, თუმცა, მისი თქმით, „თუ ეს სიმართლეა და მთავრობა წულუკიანის მძევლად იქცა, მაშინ ეს ქალბატონი ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს“.

სრულად...

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.

სრულად...

ბერლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი