პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.

სრულად...

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია აცხადებს, რომ მას ფონდმა „ქართუ“ სტიპენდია მოუხსნა, თუმცა იმის გამო, რომ მისი „შეეშინდათ“, მალევე აღუდგინა. შენგელაია ივანიშვილს „პაზორნი“ და „უსწავლელ“ ადამიანად ახასიათებს და ამბობს, რომ არაფორმალურ მმართველს მისი შემოქმედება არ უყვარს და „უყვარს დიშოვი კომედიები“.

სრულად...

თეა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად კი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

სრულად...

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ძალიან ცუდია, რომ ის ერთი კაცი მართავს ყველაფერს“.

სრულად...

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე შეხვედრის შემდეგ, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების განხილვის დეტალებზე მედიასთან კომენტარი გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა. მან თქვა, რომ საბოლოო შეთანხმების თანახმად, 14-ის ნაცვლად 11 სამინისტრო იქნება, ხოლო სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შემოღებული არ იქნება.

სრულად...

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ლოგიკურია იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანება, ხოლო მისივე თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაერთიანება განათლების სამინისტროსთან „ეს დაახლოებით ისეა, ტვინში რომ გული ჩავსვათ".

სრულად...

„შეძლებისდაგვარად, რამდენადაც არის შესაძლებელი, ამ პროცესის წარმართვა, სამართლიანობის აღდგენას რაც უკავშირდება, ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, აქტუალური“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის შესახებ.

სრულად...

„რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სრულად...

„გრძელდება დისკუსიები დისციპლინურ საკითხებთან, ზოგადად, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ დეტალებში უკვე რეგულაციები, რომლებიც ემატება შესაბამის კანონს-„საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს“ და ძირითად საკითხებთან დაკავშირებით არის შეთანხმება”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი