პოლიტიკა

დღეს კოლექტიური მოძალადეები მსხვერპლს ეუბნებით - რატომ ხართ მსხვერპლის როლში, რატომ გადაირიცხა ის ფული? ხალხო, არ გრცხვენიათ?!, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“, რითაც მამუკა ბახტაძის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხულ 20 000 ლარის საკითხს გამოეხმაურა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს დაუსვა შეკითხვა, თუ რა გამოსავალს ხედავს იგი იმ სისტემური კოლაფსიდან, რაც პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროშია.

სრულად...

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კანდიდატურა შესაძლოა მთავარი პროკურორის პოსტზე განიხილებოდეს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა.

 

 

სრულად...

თუ სამართლიანობა არ აღსდგება, ამ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ იქნება, განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პასუხობს.

სრულად...

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ  „ქართული ოცნება" თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის პოსტს შეუნარჩუნებს, ეს საარჩევნოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს „ძალიან ძვირი დაუჯდება", რადგან მისივე თქმით, სწორედ წულუკიანია ივანიშვილთან ერთად, „ქართული ოცნების" სახე და სასამართლოსა და მართლმსაჯულების მიმართ პარტიის დამოკიდებულების გამომხატველი.

სრულად...

ბ-ნო ზურაბ, მე ჩემი გამოსვლა გუშინდელიც, დღევანდელიც და მანამდეც დავიწყე და ყოველთვის ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩვენი მთავრობა ნამდვილად არ აპირებს ფოკუსირებული იყოს იმ ცხრა წელზე, ჩვენ გვინდა ვიყოთ ფოკუსირებული მომავალზე და პრობლემების კონკრეტულ გადაჭრაზე ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ასე მიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს" წევრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს.

 

სრულად...

„გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივაც ერთობლივადაც გაგვიკითებია“, განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ უმცირესობის დეპუტატის, გიგა ბოკერიას საპასუხოდ და დაამატა, რომ კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილი „4-პუნქტიანი გეგმა განუყოფელი ნაწილია ჩვენი პროგრამის, მაგრამ მას მრავალი კომპონენტი დავუმატეთ“.

სრულად...

თუ ეს იყო თაღლითობა, ძალიან საინტერესოა, მაშინ ამ თაღლითობის ბენეფიციარი ვინ არის, ასე უპასუხა პარლამენტის პლენარულ სხოდმაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბატაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას თაღლითურ სქემაში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი