პოლიტიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატს მამუკა ბახტაძეს დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ ჰკითხა, ადასტურებს თუ არა, რომ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მისი მმართველობის მე-9 წლისთავზე 20 000 ლარი შესწირა და ამასთან, რა მოტივაცია ჰქონდა მას ამ შეწირულობის გაკეთებისას - „დაგაძალათ ვინმემ, თუ იდეოლოგიური თანხვედრა გქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იზიარებდით მის პოლიტიკურ ხედვას?“ იკითხა ბოკუჩავამ.

სრულად...

დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ - თქვენ თვითონ არ ენდობით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი - თქვენ თვითონ აპირებთ მთავრობაში ცვლილებების განხორციელებას, ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს.

სრულად...

ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

სრულად...

ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომლებიც დაგვეხმარება დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

პრემეირ მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ახლო მომავალში პარლამენტს ეკოომბუდსმენის პოსტის შემოღების ინიციატივით მიმართავს.  

სრულად...

ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. 

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანისაგან პასუხს ითხოვს იმის შესახებ თუ „როდის იქნება ამ ქვეყანაში ისეთი ვითარება, რომ სუს-ი არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად“.

სრულად...

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო. წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თამაზ ახობაძემ და ანა სუბელიანმა, რომლებიც სხდომას თავადაც ესწრებოდნენ, სასამართლოს მოგების შემდეგ, სააღსრულებლო კომისიასთან თანხაზე დაიწყეს ვაჭრობა.

სრულად...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა საკომიტეტო მოსმენისას უთხრა, რომ მან სასამართლო რეფორმა „მთლიანად ჩააფლავა“ და მისი პარლამენტში ისევ მინისტრობის კანდიდატის რანგში ყოფნა „უხერხულია“.

სრულად...

მე, შეიძლება, ბოლოჯერ მეძლევა არ ვიცი თქვენ წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, ასე მიმართა დეპუტატებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების სხდომაზე, სადაც მისი მოსმენა გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი