პოლიტიკა

საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ, ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდში სახალხო დამცველის კანდიდატურის შესახებ აქტიური კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

სრულად...

დარწმუნებული ვარ, გარდაუვალია ის, რომ ჩვენ, ქართველები აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ჰქვია, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

სრულად...

აფხაზეთში ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი; მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამების ტაძარში, სამოქალაქო პანაშვიდზე გააკეთა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს პრეზიდენტი მოაწერს თუ თავად. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ისაა, რომ ცვლილებები, შესაბამისი ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ, რამდენიმე თვეში ძალაში შევა. 

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. 

სრულად...

„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“, „ქართული ოცნების" პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან და იტალიის სახელმწიფო დელეგაციასთან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი