პოლიტიკა

ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე აცხადებს, რომ მისი არჩევნებში გამარჯვების დღიდან მოსახლეობას და შაინიძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან მაჟორიტარი „ევროპული საქართველოს“ წევრი არის. ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, სწორედ ეს გახლავთ მიზეზი რის გამოც მას და მის ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სრულად...

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამომრჩეველს არ დაავიწყდება ის „უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, რაც დავით ბაქრაძის თანაპარტიელებმა ჩაიდინეს.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

სრულად...

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს, რადგან ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ფურცელზე იქნება თუ არა „ქართული ოცნების წევრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

სრულად...

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და ამის დასტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 29 წლის თორნიკე რიჟვაძის დანიშვნაც.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასა და არჩევნების თარიღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა.

სრულად...

მამუკა ბახტაძისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ძალიან არასწორი მგონია. მისმა პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

სრულად...

2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილებები უფრო გაღრმავდება, დიდი ალბათობით, უფრო გაუარესდება მდგომარეობა ქვეყანაშიც, ამიტომაც შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს, თუ არ დაგვემორჩილებით, თქვენც ამ გზის გავლა მოგიწევთო, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.

სრულად...

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ აქვს სინანულის გრძნობა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას სწორი დასკვნების გამოტანა არ შეუძლია და შესაბამისად, მისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის ფინალიც სავალალო იქნება.

სრულად...

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიენტობის კანდიდატობას რუს ექიმს, ლეო ბოკერიას სთავაზობდა, რაზეც ცნობილმა კარდიოქირურგმა უარი თქვა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი