საზოგადოება

ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები. ცოლ-ქმარს აჯარიმებდნენ ერთმანეთის გვერდით ჯდომისთვის და რელიგიურ ფანატიკოსებს აძლევდნენ საშუალებას, რომ მაღალი რისკები შეექმნათ საკუთარი თავისთვის და დანარჩენი საზოგადოებისთვის. როცა გაუგებარი იყო, რატომ ხურავდნენ ერთ ბიზნესს და მეორეს არა, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

სრულად...

საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გამოჯანმრთელებულია 98 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სრულად...

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

სრულად...

სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

სრულად...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში გარკვევით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს.

სრულად...

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დუბაიდან Fly Dubai-ს პირდაპირი ავიარეისი შესრულდა, რომლითაც სამშობლოში საქართველოს 118 მოქალაქე დაბრუნდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელებას ხელი მოაწერა. ამით მან მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს, საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, მხარი დაუჭირა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა გაგრძელდება. 

სრულად...

ქვეყანაში კორონავირუსის მართვა უნდა ხდებოდეს ექიმებისა და ისეთი სპეციალისტების გადაწყვეტილებით, როგორიც თუნდაც თენგიზ ცერცვაძეა, - ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გოფოძე კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებულ კრიტიკას. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი