ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი სამი თვის მარაგი წინასწარ შეისყიდა.

სრულად...

ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ბოლტონს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი უჩივის.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას ხელახლა არჩევნებში დახმარებოდა, აცხადებს ახალ წიგნში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი. მისი თქმით, ტრამპს უნდოდა, რომ ჩინეთს ამერიკელი ფერმერების წარმოებული სასოფლო-სამეურენო პროდუქცია შეეძინა, როგორც ამას აშშ-ის მედია წერს, რომელსაც გასაყიდად გამზადებული წიგნის დეტალები აქვს განხილული.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ „დაიბრუნებს“ პოლიციისაგან თავისუფალ რაიონს სიეტლში, სადაც, მინეაპოლისში გასულ თვეში პოლიციის მიერ დაპატიმრებული უიარაღო შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - 2016 წელს წამყვანი „რესპუბლიკელებისთვის“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დგომას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა და კონსერვატიული მთავარი დღის წესრიგი საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 2020 წლის კამპანია განსხვავებულია. აღნიშნულ თემაზე სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს და ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მისსავე პარტიაში პოლიტიკის პრიორიტეტების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, მაგრამ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ისინი ამას მოელოდნენ, ცნობილი „რესპუბლიკელების“ მზარდი რაოდენობა კამათობს იმის თაობაზე თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმის გამჟღავნებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის ხელახლა არჩევას - ან უფრო მეტიც, შესაძლოა მხარი ჯო ბაიდენს, „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატს დაუჭირონ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობის აღსადგენად, დიდი ალბათობით, სამხედროების გამოყენება არ დასჭირდება.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა პრეზიდენტ ტრამპს დაყოფასა და მისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი.

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზად არის, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ილინოისის შტატის ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლების დროს ათობით შენობა დაწვეს და დაარბიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი