ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს რეალობის უარყოფა არ გამოუვა, არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარის თქმა კი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

სრულად...

არჩევნები მე მოვიგე, – წერს აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

სრულად...

„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, ეს პირველი განცხადებაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას აღიარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ აშშ-ის 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Facebook-ის გვერდზე თავისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ყალბი ახალი ამბების ტელევიზიები არ აჩვენებენ ამ მასობრივ შეკრებებს“.

სრულად...

ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში პირველადი შედეგების მიხედვით „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, მაგრამ მოქმედი „რესპუბლიკელი“პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამას არ აღიარებს და არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. თუკი ტრამპმა სასამართლოს გზით ვერ მიაღწია თავის საწადელს, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. თუმცა, როგორც ამას ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ვარაუდობენ, ეს შესაძლოა სულაც არ იყოს მისი პოლიტიკური ამბიციების დასასრული და მან უკვე მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მოინდომოს კენჭისყრა.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი შესაძლოა დეკემბერში შობის პერიოდში დატოვოს და უკან არასდროს დაბრუნდეს. აღნიშნულის შესახებ HuffPost-ი ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატზე და ერთ დროს მის განსაკუთრებით ნდობით აღჭურვილ პირზე, მაიკლ კოენზე დაყრდნობით წერს. მაგრამ, კოენის აზრით, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ტრამპი არ აპირებს პრეზიდენტად არჩეული ჯო ბაიდენის აღიარებას.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივნის პოსტიდან მარკ ესპერი გაათავისუფლა და მის ნაცვლად აღნიშნულ თანამდებობაზე ქრისტოფერ მილერი, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი დანიშნა.

სრულად...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით გამარჯვების შემდეგ „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა აღთქმა დადო, რომ „გააერთიანებს“ ქვეყანას. მან თქვა, რომ ახლა „დროა შერიგების“. ბაიდენმა პენსილვანიასა და ნევადაში გამარჯვების შემდეგ საარჩევნო კოლეგიაში გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმაზე მეტი მიიღო, რამაც მისი პრეზიდენტად არჩევა უზრუნველყო, თუმცა მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დათმობას არ აპირებს. მას ახალი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა წინა განცხადებებიდან მკაფიოა, რომ იგი ბრძოლის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ არჩევნები „გაყალბდა“.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი