ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი პირველი მაისის სასამართლოს მოსამართლის, ადილბეგ სუბანკულოვის გადაწყვეტილებით, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. იგი იქ 26 აგვისტომდე დაჰყოფს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ატამბაევის ადვოკატ სერგეი სლასარევზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიციის სადგურთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ ორი ამოუცნობი რაკეტა გამოსცადა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ინფორმაციით, რაკეტები იაპონიის ზღვის სანაპიროდან გაუშვეს.

 

სრულად...

ინდოეთის კონსტიტუციის 370-ე მუხლის თანახმად, ქაშმირის სპეციალური სტატუსი რეგიონს ფართო ავტონომიას ანიჭებს. კერძოდ, ჯამუს და ქაშმირს საკუთარი კონსტიტუციის და დროშის ქონის უფლებას აძლევს, ისევე, როგორც დამოუკიდებლობას შიდა საკითხებში.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ ერთი კვირის განმავლობაში ორი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

სამხრეთ კორეამ რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა და საპასუხოდ გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა.

სრულად...

ჰონგ კონგში, ხელკეტებით შეიარაღებული თეთრმაისურიანი მამაკაცები, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათეული იყო, Yuen Long-ის სადგურს თავს დაესხნენ.

სრულად...

იაპონიაში, კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია უამრავი ადამიანი. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სრულად...

ინდოეთში ავტოსააგზაო შემთხვევას 29 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარ პრადეშის შტატში, ქალაქ აგრაში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

სრულად...

ტაილანდში 77 წლის მამაკაცი კინოთეატრში, საშინელებათა ფილმის „ანაბელის“ ყურების დროს გარდაიცვალა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი