ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

მალაიზიის პრემიერ მინისტრმა, 94 წლის მაჰატირ მოჰამედმა, თავის გადადგომის შესახებ ქვეყნის მეფეს უკვე აცნობა. მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული პრემიერ მინისტრის, მაჰათირ მოაჰამედის შოკისმომგვერელი გადადგომა მას შემდეგ მოხდა, რაც ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი კოალიციის ფორმირება პრემიერს შესაძლოა მის შემცვლელად დასახელებული, ანვარ იბრაჰიმის გარეშე მოეხდინა.

სრულად...

ირანის საპარლამენტო არჩევნებში დასავლეთთან დათმობების მოწინააღმდეგე კანდიდატები უმრავლესობით იმარჯვებენ და როგორც ჩანს, ისინი შეძლებენ პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდებასაც, მაგრამ ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში ჩაბმაზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

სრულად...

ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებიდან მოყოლებული სამ ერთმანეთს მოყოლებულ დღეში ახალი შემთხვევების კლებას აქვს ადგილი. კვირას, ხელისუფლებამ 2,900 ახალი შემთხვევისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დამატებით 142 ადამიანის სიკვდილის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საერთო ჯამში, ჩინეთში კორონავირუსით 68,000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1,665-ს შეადგენს.

სრულად...

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა განაცხადა, რომ რუსულმა და საუდის არაბეთის კომპანიებმა შესაძლო ერთობლივ პროექტებსა და ასევე 10 მილიარდი აშშ დოლარის პოტენციურ ინვესტიციაზე გამართეს მოლაპარაკებები.

სრულად...

ტაილანდში, ბანგკოკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ კორატში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ჩინელი ექიმი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, ინფექციით გარდაიცვალა, იტყობინება BBC ჩინურ მედიაზე დაყრდნობით. ლი ვენლიანძი ვუხანის ცენტრალურ კლინიკაში ოფთალმოლოგად მუშაობდა. მან 30 დეკემბერს თავისი კოლეგა მედიკოსები ვირუსის საფრთხის შესახებ პირველმა გააფრთხილა, რის შემდეგაც მას პოლიცია ესტუმრა და გაჩერება მოსთხოვა, რადგან ხელისუფლება ცდილობდა ეს ახალი ამბავი კონფიდენციალურად დარჩენილიყო. 

სრულად...

კორონავირუსით ერთი ადამიანი ფილიპინებში გარდაიცვალა, რაც აღნიშნული ვირუსით დაავადებულის დაღუპვის პირველი შემთხვევაა ჩინეთის გარეთ. გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი ვუხანიდან, ჰუბეის პროვინციიდან, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იგი როგორც ჩანს ინფიცირებული იყო უკვე, როცა ფილიპინებში ჩავიდა.

სრულად...

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 106 გახდა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 4 515-ს აღწევს. ქვეყანაში ეროვნული ახალი წლის არდადეგები სამი დღით, კვირამდე გახანგრძლივდა იმის მცდელობით, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერონ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი