მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ახალი კითხვის ნიშნის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც პარლამენტში დედოფლის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ეს თემა ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.

სრულად...

რუმინეთის პარლამენტმა პრემიერ მინისტრ სორინ გრინდეანუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, განაცხადა მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირმა.

სრულად...

ედინბურგის ჰერცოგი, ფილიპი, გასულ ღამეს საავადმყოფოში „უსაფთხოების ზომებიდან“ გამომდინარე გადაიყვანეს. ინფორმაციას BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

საუდის არაბეთის მეფემ, სალმანმა, მისი შვილი მუჰამედ ბინ სალმანი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, რითაც სამეფო ტახტის გვირგვინის მიღების რიგში მდგომი მისი ძმისშვილი, მუჰამედ ბინ ნაიეფი განზე გაწია.

სრულად...

ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ბელგიელმა ჯარისკაცებმა ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ტერორისტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

„რესპუბლიკელებმა“ ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში გამართულ კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვეს, რაც ბევრმა შეაფასა, როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმი.

სრულად...

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, რომელმაც სახელი 1992 წელს ფუნტის წინააღმდეგ ფსონის დადებით მოიპოვა, განაცხადა, რომ ბრიტანეთი უახლოვდება შეუქცევად მომენტს, როცა ეკონომიკა იმ დონემდე შენელდება, რომ შესაძლოა „ბრექსიტმა“ უკუსვლაც კი დაიწყოს.

სრულად...

Manchester United-ის მენეჯერს, ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურორებმა, რომლებიც მისი „მადრიდის რეალში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდს იძიებენ, გადასახადების დამალვაში დასდეს ბრალი. ამის შესახებ BBC იუწყება.

სრულად...

უმსხვილეს ბრიტანულ ბანკს, Barclays-ს და მისი აღმასრულებელი ორგანოების 4 ყოფილ ხელმძღვანელ პირს ბრალი დანაშაულებრივ კონსპირაციაში წაუყენეს. საუბარია თაღლითობის ჩადენასა და უკანონო ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაზე.

სრულად...

ევროკავშირის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მაიკლ ბარნერმა, დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ბრექსიტისგან“ „არსებითი“ შედეგები იქნება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი