მსოფლიო

ერაყში, წმინდა ქალაქ ქერბალას სიახლოვეს, ქორწილზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე  15 ადამიანია მოკლული, 16 კი  - დაჭრილი. შემთხვევა კვირას, 28 აგვისტოს მოხდა.

სრულად...

სამხრეთ იემენის ქალაქ ადენში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

სრულად...

თურქეთის არმია და მისი მოკავშირეები სირიაში უფრო ღრმად შევიდნენ და დაიკავეს ტერიტორია, რომელსაც უწინ ქურთების მოკავშირე ძალები აკონტროლებდნენ. 

სრულად...

თვითმკვლელის მიერ, სამხრეთ იემენის ქალაქ ადენში, ადგილობრივი მილიციის განყოფილებასთან ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა, 60 დაიჭრა. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. აღნიშნულ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

სრულად...

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმებმა მდინარე განგის ადიდება გამოიწვია, რის გამოც 200 ათასამდე ადამიანი იძულებული გახდა თავი ჰუმანიტარული ბანაკებისთვის შეეფარებინა.

სრულად...

გერმანიის ვიცე კანცლერმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ევროკავშირის მომავალი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუკი დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პროცესს თავს ცუდად გაართმევენ.

სრულად...

ბრიუსელში კრიმინოლოგიურ ინსტიტუტთან ბომბი აფეთქდა. ამის შესახებ BBC წერს. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სრულად...

თურქეთის ავიაიერიშებს სირიაში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმები ავიაციამ ქალაქ ჯარაბლუსის მახლობლად განახორციელა. თურქეთის სამხედრო მაღალჩინოსნების ცნობით, დაღუპულები არიან ქურთი მებრძოლები.

სრულად...

ფილიპინებზე მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „მაუტეს“  დაახლოებით, 20 „ბოევიკი“ ქალაქ მარავიში მდებარე ციხეს თავს დაესხა, დაცვა განაიარაღა, საკუთარი თანამებრძოლები გაათავისუფლა და იარაღი წაიღო.

 

სრულად...

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 112.ua-ს ცნობით, ცხედარი მისმა მეგობრებმა კონსტანტინოვის ქუჩაზე მდებარე მისი ბინის აივანზე ნახეს.

 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი