უფრო მეტი

პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რელიგიები რომლებიც საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


საუბარია "საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" კანონპროექტზე, რომელიც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ წარადგინა.


პრემიერის განმარტებით, რელიგიური უმცირესობების თემას ხშირად იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

"განიხილება საკითხი რომელიც ეხება, ოთხი რელიგიური მიმართულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ვინაიდან ეს რელიგიები საქართველოში საბჭოთა პერიოდში იდევნებოდა. ეს იმ პრინციპს დაეფუძნება, რა პრინციპითაც ჩვენ ვაფინანსებთ საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ესენი იქნება: მუსულმანური რელიგია, გრიგორიანული, კათოლიკური და იუდაიზმი. ახალი ხელისუფლების პირობებში, რელიგიური უმცირესობების მიმართულებით ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, მათ შორის არის დღევანდელი გადაწყვეტილება" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/35889-sakhelmtsifo-biujetidan-kidev-othkhi-konfesia-dafinansdeba.html 

სრულად...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

სრულად...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას მეცნიერების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართველმა ადამიანმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება.

სრულად...

ბათუმის ქვეითი ბატალიონის სამხედროებს აეროპორტში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი დახვდნენ.

სრულად...

"თანამედროვე მსოფლიოში, დაუგეგმავი გაცნობის კულტურა მოითხოვს ჩვენგან, რომ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ გაცემისთვის, არამედ მიღებისთვის. მედიას კი შეუძლია რომ ამაში ჩვენ დიდად დაგვეხმაროს, განსაკუთრებით კი დღეს, რადგან ადამიანური კომუნიკაციების ქსელებმა უპრეცედენტო განვითარება ჰპოვეს."

სრულად...

ლონდონში მიმდინარე განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციამ რამდენიმე შეხვედრა გამართა. 

სრულად...

 ...ბიძინა ივანიშვილი გამიბრაზდა ერთხელ, ნუ მომტირიო, მაგრამ მე მაინც მივტირი იმიტომ, რომ ჯობდა ის დარჩენილიყო და კიდევ შეეშველებინა ჩვენთვის ხელი, როცა გვიჭირს. 

სრულად...

ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, იცის, რომ აქ კარგი საჭმელია. ხალხი სტუმართმოყვარეა, მთები ლამაზი და საჭმელიც გემრიელი - ეს აქსიომად ჩამოყალიბდა.

სრულად...

დიდი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ჩვ.წ.-მდე დაახლოებით 427 წელს დაიბადა. იგი ერთ-ერთ ყველაზე ადრეული ეპოქის ფილოსოფოსადაა მიჩნეული. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამისი პერიკლეს მეგობარს გაჰყვა ცოლად და ამგვარად იგი პოლიტიკურად დაკავშირებული იყო როგორც დემოკრატიასთან, ისე ოლიგარქიასთან. 

სრულად...

არისტოტელე იყო ბერძენი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 384-322 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი წვლილი სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარებაში უზომოდ დიდია. მიიჩნევენ რომ მისი ნაშრომების დიდი ნაწილი დაკარგულია და მხოლოდ 1/3- მა თუ მოაღწია ჩვენამდე.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი