თავდაცვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მარტის თვიდან კადეტები საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს მართავენ. სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ. სასწავლო კურსის ინსტრუქტორმა და კადეტებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმის შექმნის ისტორიაზე, ლიცეუმში ცხოვრების პირობებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები სამხედრო ლიცეუმში მიღების პირობებით დაინტერესდნენ და სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სრულად...

პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ.

სრულად...

GUARDIAN.GE - საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, სკოლის ეზოს მთავარ შესასვლელში კი რკინის კარი დაამონტაჟეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი