„შევდივარ მელიას მდგომარეობაში - გულწრფელად თქვა გუშინ ჩვენთან საუბარში, რამდენიმე სიმძიმის ცენტრია ჩვენს პარტიაში და ეს ართულებს გადაწყვეტილებების მიღებასო.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს თუკი „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული“, „წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე განახლებული პოლიტიკური გუნდითა და პროგრამით წარდგება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაზეც არსებობდა შეთანხმება საზოგადოებაში, რაც მისი თქმით, აჩენს იმის ეჭვს, რომ ამ პარტიამ „მომავალში რამეზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული.
ემზარ კვიციანმა, რომელმაც „პატრიოტთა ალიანსი“ ივნისში დატოვა და პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად არის წარმოდეგნილი, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, რადგან „ქართველ ხალხს არავინ არაფერს არ ეკითხება“ და დავიწყებულია „ქართული ოცნების“ 2012 წლის 1 ოქტომბრის დანაპირები - „სამართლიანობის აღდგენის“ თაობაზე.
საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით. 120 მანდატი პროპორციული - პარტიული სიით გადანაწილდება, ხოლო 30 მაჟორიტარული.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი ბრძანებით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.