საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანი-თურქეთი საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ყარსში შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სრულად...

ნუ ეწყინება ვაშაძის „ტროიკას“, რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს, რომ ევროპისკენ სვლის ჟინმა უნდა გაგვაერთიანოს კეზერაშვილის „პრისოსკების“ გარშემო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილის „ფეისბუქში“ წერს.

სრულად...

როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

სრულად...

ვაკვირდებით სახელმწიფოს იმიჯის დაზიანებისთვის გამიზნულ პოლიტიკურ კამპანიას და ყოვლად მიუღებელ მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით უზრუნველყოს პატიმრობიდან თავის დაღწევა, რის მიმართაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, იუსტიციის სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

სრულად...

ვანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის, ხისა და თუნუქის გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, მასალის გაცემის პროცესს პირადად ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

სრულად...

„ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე საჯაროდ აწამებენ. და ვფიქრობ, რომ მიზანი აქვთ - ის მოკლან“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

სრულად...

თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან, სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე და როგორც „კეთროვანს“ ისე მიყურებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის, ამირან გამყრელიძის ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი მიწერილ წერილშია საუბარი.

სრულად...

პროექტის „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსოიანმა მიიღო მონაწილეობა.

სრულად...

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი