16 -18 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.
მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე, მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საახალწლო სოფელი 23 დეკემბერს გაიხსნება და ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას მოიცავს. რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, ის 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა.
რატომ აქვს TBC ბანკის (და ნებისმიერი ინკასაციის) მანქანას უფლება თან ციმციმა გამოიყენოს, თან მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით იაროს და თან ორ ზებრაზე ერთდროულად დაპარკინგდეს? - ამის შესახებ „ფეისბუქში“ ვახუშტი მენაბდე წერს და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს, ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მრავალგზის პარლამენტარმა, ვიქტორ ჯაფარიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე კომენტირებისას თქვა, რომ იგი „ამ წუთში მესამე პრეზიდენტი კი არა, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავეა და მას ბევრი სისხლი უსვია ხელებზე“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატსა და „ქართული ოცნების“ მრავალგზის პარლამენტარ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. წითლიძე ჯაფარიძეს ვიდეოკამერების წინ მიეჭრა და უთხრა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო „ნაძირალა და არაკაცია“.
გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებულმა პროექტმა - სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალური მართვის კომპიუტერული სისტემის მოდულის დანერგვის მიზნით მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.