საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, მისივე განმარტებით, ცვლილებები მინისტრთა კაბინეტს არ შეეხება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გაუფასურდა.
„თუ ასე უმტყუვნათ ნერვებმა არის, მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა“, ასე ეხმაურება ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა და მომხდართან დაკავშირებით რეაგირება მოითხოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელსა და წევრებს „ქართული ოცნების" შტაბის წევრები თავს დაესხნენ.
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ.-ს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ განუცხადა, დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს სსსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს სსსკ-ის 141-ე მუხლი დაემატა.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 20:00 საათზე საარჩევნო შტაბში ბრიფინგს გამართავს.
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი ვიდეოკადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ვიდეოში თბილისში, ისნის რაიონში ერთ-ერთ უბანზე მომხდარი ფაქტია ასახული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.