პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მმართველი პოლიტიკური პარტია არამხოლოდ ფრაგმენტულ, არამედ კომპლექსურ ცვლილებებს გეგმავს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების ახალ მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვინჩენცო კოპოლას უმასპინძლეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპანიის მიმდინარეობისას და არჩევნების დღეს, გარკვეული ხარვეზები შეინიშნებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ეხმაურება.
„გირჩი“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მეორე ტურში ხმას გრიგოლ ვაშაძეს აძლევს. ამის შესახებ ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს და მიზეზსაც განმარტავს.
„ყველანაირი შედეგით, მათ შორის პარალელური დათვლების შედეგითაც, ასევე, ჩვენს მიერ მიღებული შედეგებით, სადაც დათვლილია აბსოლუტურად ყველა უბნიდან მიღბული შემაჯამებელი ოქმები, გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია. მან მოიპოვა ხმების 39.2%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა - 37.6%", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.
მეორე ტურში გასული „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ირწმუნება, რომ იგი პირველ ადგილზე იმყოფება და შესაბამისად, მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეიტანოს კორექტირება იმ მონაცემებში, რომელიც მის ვებვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის მიხედვითაც პირველ ადგილს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.