„ქართული - ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრზე, ლევან ყიფიანზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, გაბრაზებულია.
ძალიან ბევრი ახალი სახე შემოვა პარტიაში, განსაკუთრებით რეგიონებში. „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერია განაწყენებული და აქაც მე გპირდებით აღვადგენ სამართლიანობას“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რაც იყო ჩანაწერებში, რომელთა ავთენტურობაც არ დადასტურდა, „რუსთავი 2" იმასაც დამახინჯებულად გადმოსცემდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ისაუბრეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.
კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა 1 000 ჯარისკაცი გაგზავნოს აშშ- მექსიკის საზღვარზე, როგორც ამას „როიტერსი“ ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება და ტრამპის ეს ნაბიჯი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მიგრანტთა ქარავნების მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლის ალაგვმას უკავშირდება.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე აცხადებს, რომ გორში მოკლული გოგონას საქმეზე გამოძიებას კონკრეტული შედეგები აქვს. მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყება უახლოეს საათებში გააკეთებს განცხადებას.
პოლიტიკური გაერთიანება – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ შევიწყალებ, თუ ვნახავ, რომ მტკიცებულებები რეალურია და ამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, ძალადობრივი.
9 წლის ბავშვს ოჯახი დილიდან ეძებდა. გორში მცხოვრები ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანის“ შემოდგომის სეზონი მიმდინარეობს. შვიდკაცა რაგბისა და ლელო ბურთის თამაშებს ქალაქ ქუთაისში „აია-არენას“ სტადიონმა უმასპინძლა. შვიდკაცა რაგბიში საპრიზო ადგილების მფლობელები გამოვლინდნენ: პირველი ადგილი III ქვეითი ბრიგადა; მეორე ადგილი I ქვეითი ბრიგადა, მესამე ადგილი - IV ქვეითი ბრიგადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.