„ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას. არის, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული წითელი ხაზები, რომელთა დაცვასაც ვითხოვთ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან", უთხრა ურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა: „ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან“.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, პირველად, ქართული და სომხური კერძების ფესტივალი ჩატარდა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, ეშტიის #1 საჯარო სკოლა, განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა და კულტურის ცენტრი, ასევე, 4 რესტორანი 6 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა.
ჩვენ დღეს ერთად გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა დედასთვის, მამისთვის და გარდაცვლილი ბებიისთვის, რადგან დღეს აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, რადგან ეს ახასიათებს ჩვენს ოჯახს – ქართველობის დაცვა, – განაცხადა თბილისის სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მისმა შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის მშობლებმა მოახერხეს შვილისთვის ქართული ენა შეენარჩუნებინა და შემდეგ ეს გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა თავისი შვილებისთვისაც.
ყოფილი პრემიერ მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამჟამინდელი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ამჟამინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს სიძულვილის ენის დავიწყებისკენ მოუწოდებს.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი და მმართელი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური გუნდის, არამედ მთლიანად ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი იქნება და მისი გაპრეზიდენტებით ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ისტორიაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ავღანეთში ქართულ საჯარისო კონტიგენტში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, გაერთიანებული ოპოზიიციის „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მმართველი პარტიის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ფინანსურ მდგომარეობაზე ინფორმაციისა და მასალების მიწოდებას აპირებს და ყოფილი პრემიერისაგან ახსნა-განმარტებებს მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.