„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს: „მაესტროს”, “ობიექტივს”, “პალიტრა NEWS-ს”, “კავკასია”, “იბერია TV-ს” პირისპირ შეხვედრაზე იწვევს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის საპროექტო სივრცე დაათვალიერა. გიორგი ქობულია ობიექტის ტერიტორიაზე კოლეგებთან - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი კი არა, ალბათ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დღესდღეობით, საქართველოს ეკონომიკას რომ შევხედოთ, ტურიზმი ყველაზე დიდ საექსპორტო სექტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი ქვეყნისთვის“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაა გათვალისწინებული.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (24 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ერთ-ერთი სიცრუის ტელევიზია ცდილობს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის დისკრედიტაციით ქართულ შეიარაღებულ ძალებში დემორალიზება გამოიწვიოს.
„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობა 20 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
მსოფლიო ბანი, ფონდ „იავნანას" დაფუძნებელი პაატა ბურჭულაძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუს შეფასებისას „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარემ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის აქტიურმა მხარდამჭერმა, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას თქვა, რომ ივანიშვილის ინტერვიუ „მუქარის შემცველი“ იყო, თუმცა ქარდავას ეჭვი ეპარება, რომ „ბიძინა ივანიშვილს უკვე რაიმე მუქარის განხორციელების ძალა და რესურსი გააჩნია“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.