„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. როგორც საგანგებო ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი სალომე ზურაბიშვილს არ უნდა დაუჭიროს.
გუშინ, 2018 წლის 23 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუთი დაიწყო მისი ხელისუფლების დელეგიტიმაციის, რღვევის პროცესი და იმისათვის, რომ არსებული ქოცხელისუფლება ნაცხელისუფლებით არ „ჩანაცვლდეს“, ამიტომ საჭიროა, - არა ქოც-ნაცი პოლიტიკური ძალების ანტიქოცნაცური გაერთიანება, ქვეყნის და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ტელეჟურნალისტებისთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოებამ „გუშინ კიდევ ერთხელ იხილა უნიჭო სპექტაკლი, სადაც „გამოჩნდა, რომ მას [ივანიშვილს] მტკიცე და ურყევი კავშირი აქვს კრიმინალ ფარცხალაძესთან“.
დღეს, 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის ეთერში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება, რომელშიც სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას - კერძოდ, დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი დავით ბაქრაძე და „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.
მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ღიად უპირისპირდება. ჭიჭინაძე ამბობს, რომ შეეცდება, რაიონში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატიც თავად არის, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატი იყოს გამარჯვებული.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აფასებს. ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ თუ უნდოდა „ქართულ ოცნებას" აღნიშნული ინტერვიუს მეშვეობით გარდატეხა შეეტანა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ივანიშვილს ინტერვიუსას არა „გამპრავებელის" პათოსი, არამედ „სხვა" პათოსი უნდა აერჩია.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებთან საასაბათს გამართულ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებაზე“ „განაწყენებულ“ იმ ყოფილ მხარდამჭერებს მიმართა, რომელსაც იმედები ვერ გაუმართლა და „განაწყენებულებმა არ იციან სად წავიდნენ და ვის მისცენ ხმა“.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლი თორნიკე შარაშენიძე „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მიერ გუშინ, 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სხვა რეალობაში ცხოვრობს.
მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელის, ცეზარ ბუბულაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე, ტაძრის მშენებლობისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 342 000 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.