ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის - რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში 53%-ით იგებს - სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს სამაუწყებლო კომპანია „ რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე გაიმართა. მე-4 მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა როტაციის წესით, I I ქვეითი ბრიგადის 21- ბატალიონის გაძლიერებული ასეული ჩაანაცვლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყება „გირჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს, როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში“.
პრეზიდენტი თუ გავხდები, პირველივე დღეს შევქმნი პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს შევთავაზებ, ამ საბჭოში თავისი ადგილი დაიკავოს, რათა თავისი პროგრამები განავითაროს, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, გელა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დებატები 2018“.
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურორები და ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს შეხვდნენ.
ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები წინასაარჩევნოდ - სუს-ის განცხადებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება. გვარამია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ძალოვან სტრუქტურებს არჩევნების წინ ყოველთვის იმიჯს ულახავს.
„დაუძველდა ბორის ივანიშვილს თავისი ხრიკები. ყველა არჩევნების წინ რაღაც ჩანაწერებს აგდებს, ვიღაც ტიპების ერთმანეთში საუბარს, რომ გვინდა არეულობა, „პაკრიშკები“, შეტაკებები, რა სისულელეა,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ წუთებში, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.