პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ პარტიის დატოვების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას გავრცელებულ ინფორმაციას.
დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, აცხადებს მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა „კურიერს“ სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ძალადობრივი პროვოკაციების მცდელობები ჩანასახშივე იყო აღკვეთილი.
მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ფოთში მხარდამჭერებთან შეხვედრით, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიზიტი დაასრულა.
მსოფლიო ბანი, საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ „იავნანას" წინააღმდეგ, პროვოკაცია იგეგმება, რასაც ბურჭულაძე 25 ოქტომბერს ფონდის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო გალა-კონცერტს უკავშირებს.
ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია, განაცხადა ირაკლი ხახუბიამ ფოთში, სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო სექტორმა გუბერნატორს მათი საქმიანობის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ღონისძიების ორგანიზატორები ლელოვნის საჯარო სკოლის დირექცია და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ,პროფესორისა და აკადემიკოს ვაჟა ბერიძის თაოსნობით, ამავე სკოლის 1970 წლის კურსდამთავრებულები იყვნენ.
პარლამენტში, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და ევროპის კავშირის მხარდაჭერით, „ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი 2018“ – ის რეგიონული შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.