კონსტიტუცია მკარნახობს, რომ მე უნდა ვიყო დამცველი აფხაზური ენის და აფხაზური იდენტობის, რომელიც დღეს დიდი საფრთხის ქვეშაა – ეს განცხადება პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმაურება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებს და არ გამორიცხავს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუდიოჩანაწერი წინასაარჩევნო პერიოდში გასაჯაროვდეს.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრისას ხობში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის თვითმყოფადობის წინააღმდეგ არასოდეს არ წავა.
პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას ან არ გადაუწყვეტია, ვის მიცემს ხმას გამოკითხულთა 48%-ს. „ქართული ოცნების“ შიდა სოციოლოგიური კვლევის შედეგები საზოგადოებას მამუკა მდინარაძემ გააცნო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მაროშკინა გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც მირზა სუბელიანი მას ახსენებს.
25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ.
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის კლუბების მუშაობის გაცნობა, გამოფენები, ხალხური სიმღერები, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთის გაცნობა, ხალხური თამაშობები-მრავალფეროვანი აქტივობით დატვირთული ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მანუჩარ ფანჩულიძე და მერაბ სირაძე, კულტურის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის გახსნასთან დაკავშირებით, კომენტარი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ამით დაიწყება კანონიერების აღდგენა ქვეყანაში, თუ მიიყვანენ სასწრაფოდ ამ საქმეს ბოლომდე.
„კურიერი“ ახალ ფარულ აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც გლდანის ციხეში მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.