საქართველოს რეგიონალური ტურნირის „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონი ფეხბურთში ადიგენის „ზარზმა“ გახდა.
მე როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტი, შევკრებ ამ ახალგაზრდებს ვინც დაბრუნდება იქაური ცოდნით, იქ გატარებული წლების გამოცდილებით, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ყაზბეგი არის მაგალითი იმისი, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რეგიონი, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში განაცხადა.
გავრცელებული ჩანაწერების საკითხზე მირზა სუბელიანი სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მირზა სუბელიანს მასთან მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მისი შვილის უფლებები დაცული ყოფილიყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება, რაც ნიშნავს უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას სამხედრო ოპერაციებში და მეტ კიბერმოქმედებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კიბერუსაფრთხოების ბიუროში გააკეთა, სადაც აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს უმასპინძლა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა საგამოძიებო ორგანოს შენობა რამდენიმე წუთის წინ ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი ქაოსს აქვს მოცული და აღნიშნულს „მცდარს“ და „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს.
„ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოძიების შეკითხვებს იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით უპასუხებს, რომელშიც ის და მირზა სუბელიანი ფიგურირებენ.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჩაწერილ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ სკანდალურ საკითხზე საუბრობს, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ეხმაურება და ხელისუფლებას „კრიმინალთა ხროვას" უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.