გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რაფი ორუჯოვის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0012 პუნქტით გამყარდა.
სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელ პირებს - დამფუძნებელს, გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორს, თორნიკე ჯანელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების - ჩირდილელიანთკარისა და გრიგოლაანთკარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია წყლის რეზერვუარის მშენებლობა და სასმელი წყლის სისტემის ახალი ქსელის მოწყობა.
ლენტის გაჭრის ცერემონიალს ხონი-ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, აღსაზრდელები, მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ხარაგაულში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მერიის სახელით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წლის წარმატებული მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის ოქტომბრის თვეში შეწირული მილიონის გარკვეული ნაწილი ექიმებზე მოდის.
„პირდაპირ ვუცხადებ სალომე-ივანიშვილის ყაჩაღ სპონსორებს, რომ ამ წუთიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა თქვენი საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა საფინანსო ორგანიზაციაში იქნას გაყინული. თქვენი ნასახი ქართულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სივრცეში არ უნდა იყოს“, განაცხადა ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 10 თვეში, ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის 192 პირი დააკავა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.