სამშენებელო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელმა, გივი ჯიბლაძემ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე „შაბათის კურიერს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ის  ხელისუფლებას ტერორში და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძე მერად არჩევის შემდეგ ცდილობდა, რომ მისთვის ბიზნესი წაერთმია.

სრულად...

როგორც GUARDIAN.GE-ს ონის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ გრძელიშვილმა განუცხადა, პროექტი რამდენიმე ეტაპიანია და მასზე ჯამში, დაახლოებით, 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სრულად...

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ განაცხადა, რომ  რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანა რომ  ზურაბიშვილის დამსახურებაა, ძალიან მამაცი ტყუილია. 

სრულად...

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმ თაუნში“ - საცხოვრებელი კომპლექსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები გადაქცეული არიან ივანიშვილის „დანაშაულებრივი რეჟიმის პროპაგანდისა და მხარდაჭერის ცენტრებად“ და საარჩევნო სიებში არ შეჰყავთ ქართული ემიგრაციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილი.

სრულად...

საქართველოს მთავრობა მომდევნო წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსების წესს ცვლის და გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, თვითმმართველობებს დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% დაუტოვებს. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

სრულად...

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში შიდა სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპი კი, 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

სრულად...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვაზე რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა. რიჟვაძემ განაცხადა, რომ დიზაინერების ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ დაარღვევს. ინფორმაცია აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

სრულად...

ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, შეიარაღებული ძალები დაბრუნდებიან კონფლიქტის ხაზზე და თუ ვინმე გაბედავს საქართველოს მოქალაქის გატაცებას, მის დაპატიმრებას, ის იქნება ადგილზე ლიკვიდირებული ან დაპატიმრებული, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხუთშაბათს, თელავში მის მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

სრულად...

6 და 7 ოქტომბერს „თბილისობა 2018“ იმართება. ღონისძიებები დაგეგმილია დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი