პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ-გელა სალუაშვილი არჩევნებიდან ზურაბ ჯაფარიძის მოხსნას ითხოვს. შესაბამისი საკითხი მან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დააყენა.

სრულად...

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა სტრუქტურა ჩართო, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. თუმცა მისივე თქმით, ძალიან მალე ლონდონის სასამართლო დაადგენს სიმართლეს.

სრულად...

სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე - ის ვერ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, აცხადებს „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამია, რომელმაც სოციალურ ქსელში ყველა ის პირი გააკრიტიკა, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, მის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

სრულად...

გვარამიას განცხადება ფაქტობრივად, ფაშისტური მანიფესტია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შეფასებისას.

სრულად...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, 22 ივლისს სოფელ კრწანისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 26 ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია.

სრულად...

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა სამგზავრო დოკუმენტის გარეშე, ID ბარათებით იქნება შესაძლებელი, - შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ვიზისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა დღეს ქალაქ კიშინეუში მოაწერეს ხელი. 

სრულად...

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

სრულად...

USAID-ის პოზიტიური შეფასებები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ქვეყანას კიდევ მეტ ახალ შესაძლებლობებს უხსნის, მიიჩნევს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო გოგუაძე.

სრულად...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიაში, ტილბურგის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და სიტყვით გამოსვლისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და გლობალურ პოლიტიკაზე ისაუბრა.

სრულად...

„ამერიკის საერთაშორისო სააგენტო ძალიან პოზიტიურ შეფასებას იძლევა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს შეფასება, ბუნებრივია, საყურადღებოა, რამდენადაც, USAID-ი ჩვენ ქვეყანაში დიდი ხანია მუშაობს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი