„ვინ არის ეს ადამიანი [ნიკა გვარამია] თავისი ბიოგრაფიით და თავისი წარსული საჯარო საქმიანობით, რომ საზოგადოებიდან განდევნოს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერენ“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ეკა ბესელიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულის განცხადების კომენტირებისას.
2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაუპატიურების კამპანიის წინააღმდეგ მებრძოლებს - იეზიდ ქალს, ნადია მურადს და კონგოელ ექიმს, დენის მუკვეგეს გადაეცათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე მედიაში გასულ აუდიოჩანაწერებზე ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მივაწოდე სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც ვითარდება ჩემს, პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ და უკვე, რომელიც გადასცდა ყოველგვარ ზომას და ზღვარს“, განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია „იბერიას" საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და სპორტის ყოფილი მინისტრსა და „ქართული ოცნების" ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ლევან ყიფიანთან დაკავშირებით, მმართველ პოლიტიკურ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ რუსეთის ოფიციალურ და ჟურნალისტურ წრეებში გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.
კლასიკური ავტომობილების ტურის (Peaks of the Caucasus) ფარგლებში, წყალტუბოში პირველად 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩამოვიდა.
კონსტიტუციაში საგარეო კურსის შესახებ ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს, რადგან არ შეიძლება, ქვეყნის კურსი განისაზღვროს მაშინ, როცა მსოფლიოში ცვლილებები ხდება და ახალი ზესახელმწიფოები მოდიან, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახაბერ ჭიჭინაძემ პირველი არხის გადაცემაში - „დებატები 2018“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.