დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვიქნები ამ ქვეყნის პრეზიდენტი ერთი მიზნით, რომ საქმე ერთად გავაკეთოთ.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს, რუსთაველის თეატრში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გავალ ქვეყნის გარეთ, მაგრამ უფრო ხშირად გამოვალ თქვენთან, თბილისსა და რეგიონებში. მისი თქმით, სურს ძალიან ახლო ურთიერთობა საზოგადოებასთან და ახალი იდეებითა და ინოვაციებით უნდა წავიდეს ქვეყანა წინ.
მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს შეხვდა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრი კარგი თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს კარგი პრეზიდენტი.
მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება განაცხადა, რომ ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას.
მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ რუსთაველის თეატრში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში, ევროპაში, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაუდგამს ისეთი, რასაც ყველა ვერ გააკეთებდა.
მსახიობი და კინოვარსკვლავი კახი კავსაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს აძლევს. ამის შესახებ მსახიობმა რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდება.
„ევროპული საქართველოს“ ერთი-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია TV პირველის გადაცემაში „პირველები“ აცხადებს, რომ გავრცელებულმა აუდიოჩანაწeრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არის ვერტიკალური კორუფცია, რომლის თავშიც ბიძინა ივანიშვილი დგას.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის გადაცემაში „პირველები“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეს ოქუაშვილის და წინასაარჩევნო თემა უწოდა. ძიძიგურის თქმით, ეს არის წინასაარჩევნო თემა, რომელიც თავშივე იყო გადაწყვეტილი და ეს ოქუაშვილის განცხადებით გამოჩნდა, როდესაც მან განაცხადა, რომ არჩევნებში მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.
ვანში, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა.
პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა მოიხსნას. შესაბამისი საკითხი მან უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დააყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.