საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკ კოლეგას, ანდრეი კისკას შეხვდა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას და მთავრობის მიერ ადამიანური კაპიტალის კიდევ უფრო განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება, განაცხადა ბიორჟ ბრენდემ ნიუ-იორკში საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართულ შეხვედრაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ქალაქ ცაგერში, 2018 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მიმდინარე მსხვილ პროექტებს შორისაა უმწეოთა სასადილოსა და #2 საბავშვო ბაღის აღდგენითი სამუშაოები.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობა გამოუცხადა. ვაშაძესთან ერთად აქციაზე ზაალ უდუმაშვილიც მივიდა.
პანკისში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოქალაქეებს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ გამართულ აქციაზე მივიდნენ.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ ლიდერებს მათ გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
პარლამენტის შენობასთან, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აქციას მართავს, ინციდენტი მოხდა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხუდადოვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქების ჩართულობას აპროტესტებს და ამბობს, რომ მათ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. ნათელაშვილის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კონტრაქტი გაუქმდება და ქართული ავიაცია მათ გარეშე განაგრძობს მუშაობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.