ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1954 წელს დაბადებული რ.ს. ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი ვითარება განიხილეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია ჩამოვიდა. ჟურნალისტების შეკითხვებს მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან, სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებთან, მის დაკითხვასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გოგიამ მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: „ორშაბათს გეტყვით ყველაფერს“.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩლიკაშვილმა, რომელიც გორში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სპეცოპერაციის დროს მისი შვილისთვის ნასროლ ტყვიასა და იარაღზე ისაუბრა. მაჩლიკაშვილის თქმით, იარაღი რომელიც მისი შვილის წინაამდეგ გამოიყენეს ნადირზეც აკრძალულია და ეს იარაღი ექსპერტიზაზე შეცვალეს.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გრიგოლ ვაშაძე, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ახალი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 სექტემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0094 პუნქტით გამყარდა.
გორში მიმდინარე აქციაზე საკრებულოს თავმჯდომარესა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.