ოჯახური კონფლიქტი ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა. იძე-ცოლის ძმას შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას. გ.შ. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გადავხედე და თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი ცხრა წლის განმავლობაში, - განაცხადა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერმა თაკო ჩარკვიანმა თელავში, სადაც გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტის ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ დაათვალიერა და ანაკლიაში, ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს ვაშინგტონში, თეთრ სახლში გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაურს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი უმასპინძლებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან შონიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე თბილისში, სუს-ის შენობაში იმყოფებოდა, ე.წ. მოდულის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით ყველა არგუმენტი შეჯერებული იყოს, ხოლო გადაწყვეტილება – კონსენსუსით მიღებული.
ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და მისი ყოფილი მოადგილის, გია გულორდავას დაკითხვის შემდეგ, ქრთამის აღების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დაკითხვა მიმდინარეობს.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ჯავახეთში „ახალქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნა. ახალქალაქს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ესტუმრა და ჯავახეთის მოსახლეობას „ახალქალაქობა“ მიულოცა.
ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას დევიზით, “სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრება“ - შეუერთდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.