სასულიერო პირები „თავისუფლების მოედანზე“, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისს გადაიხდიან. ისინი უკვე საკრებულოს შენობასთან იმყოფებიან.
საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირები იკრიბებიან. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩანიშნული საგანგებო თათბირი მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტზე გატანის შესახებ მთავრობის ინიციატივას უკავშირდება.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა ბაღდათში გამართა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ინგოროყვას კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს კლინიკის დატოვების შემდეგ განუცხდა, ის, სავარაუდოდ შიმშილობას შეწყვეტს. მისივე თქმით, რაც შეეხება აქციებს, საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინა უბედურების ზონად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ტროპიკულმა ქარიშხალმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მოელიან, რომ რეგიონი კიდევ უფრო საშინელი შედეგების მომსწრე გახდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული თ.ც., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობანში წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავრის (საკვირველმოქმედის) სახელზე აგებული ეკლესია ეკურთხა.
ძალიან დიდი სურვილი და თხოვნა მაქვს, ერთი თვე ბესელია და კობახიძე აცხოვრეთ 16 ლარზე, უზარმაზარი თხოვნა მაქვს, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში სტუმრობისას.
„უეროვნებო უმცირესობა ჩვენს ქვეყანაში არის ოლიგარქიული ხელისუფლება და რეჟიმი, რომელსაც უნდა, საკუთარი სამოთხე მოაწყოს ჩვენს ხარჯზე", აღნიშნული განცხადება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.