ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხელმძღვანელი პარკში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მას ალმოდებული ხე დაეცა და გარდაიცვალა.
საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მხარი დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ წევრის, კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის მიერ წარმოდგენილ დასკვნას ცხრა ხმით დაუჭირა მხარი ოთხის წინააღმდეგ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ანრი ოხანაშვილმა მმართველი გუნდის დასკვნა წარდგინა. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ საქმეში, რომელიმე უწყებისგან ჩარევა არ იკვეთება და ის ეჭვი, რაც კომისიის შექმნამდე არსებობდა გაქარწყლდა.
იმერეთში გაზის და ნავთობის აღმოჩენის ალბათობა ძალიან დიდია. მდინარე რიონის აუზში გაზი და ნავთობი არის, თუმცა რა ოდენობაა, - ეს ჭაბურღილების დადგმის შემდეგ გახდება ცნობილი. სავარაუდოდ ასიდან 70% გაზია და 50/50-ზე ნავთობი, - განაცხადა ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა წყალტუბოში
ვიდრე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" მართავს ამ ქვეყანას შეუძლებელია მიღწეული იქნას ისეთი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოიწვევს ლარის დასტაბილურებას და საბოლოო ჯამში დაასტაბილურებს ფასებსაც და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯიბე, აცხადებს „ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ხანძარი ატენის ხეობაში - ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 8 ჰა-მდე ფართობი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას „წმინდა წყლის მავნებლობას" უწოდებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში ფილმის - „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართა. ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმი სამხედრო მოსამსახურეებს რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ წარუდგინა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ მოადგილეებთან ერთად გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა.
„მოციმციმე არითმიის კარდიოგრამა“ - ასე აფასებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებელი პროფკავშირების წევრი, „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და „მეორე არხის“ ყოფილი გენერალური პროდუსერი დოდო შონავა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მენეჯმენტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.