განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა საქმეში საკუთარი მორალური პასუხისმგებლობის გრძნობის გამო დატოვა. რაც შეეხება 51-ე საჯარო სკოლის დირექტორს - მინისტრი აცხადებს, რომ ელოდებიან  გამოძიების და კომისიის მუშაობის დასრულებას და თუ საჭირო იქნება სამინისტროს მხრიდან, რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ის კომპეტენციის პირობებში იმოქმედებს.

სრულად...

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაამგზავრა. მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.

სრულად...

რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ტორგიერ გროთრუდი ესტუმრა. ნორვეგიულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.

სრულად...

გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ახალქალაქი- ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს და მუნიციპალიტეტების სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას.

სრულად...

ავტოავარიის შედეგად ბათუმში ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ბათუმის შემოსასვლელ ესტაკადასთან მოხდა.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის, თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მდივანი ნათია პ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები „ევროპული საქართველოდან“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება კომისიის სხდომაზე სერგო რატიანმა გააკეთა.

სრულად...

ფოთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა.  „კურიერის“ ინფორმაციით, ნაბადოს უბანში  გაურკვეველ ვითარებაში რამდენიმე ახალგაზრდას ხელყუმბარა აუფეთქდა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწოვანია.

სრულად...

იაპონიაში 25 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა, სახელწოდებით „ჯები“ სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება BBC. ტაიფუნი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ქალაქებს კიოტოს და ოსაკას დაატყდა თავს და ადამიანური მსხვერპლის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა დასავლეთ რეგიონს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი