პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დამოუკიდებელი ექსპერტის, ნონა მიხელიძის მიერ წარდგენილ ანგარიშს ევროპარლამენტში მიკერძოებულს და არაკომპეტენტურს უწოდებს. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც რისკი ჩნდება, რომ ევროპარლამენტი არაკომპეტენტურ ანგარიშს დაეყრდნოს, ეს არ უნდა დაუშვან და ევროპარლამენტს სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.

სრულად...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა.

სრულად...

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

სრულად...

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამომრჩეველს ამჯერად ხარაგაულში შეხვდა, აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „პირდაპირ არის ქვეყნის გაძარცვაზე გადასული, იმიტომ რომ იცის, აქვს ჩემოდნები ჩასალაგებელი და ემიგრაციაში არიან წასასვლელი“.

სრულად...

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს. დელეგაციის შემადგენლობაში მედიაექსპერტები და ჟურნალისტები არიან.

სრულად...

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ კომისია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს, რადგან როგორც აბესაძე ამბობს, სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშნები არსებობს.

სრულად...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ახალ ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმად პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება

სრულად...

C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამის განხორციელება ჩვენი ხელისუფლების მობილიზაციამ და სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმმა განაპირობა ქვეყანაში C ჰეპატიტის სრულად აღმოფხვრისთვის სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეამცირა პროგრამაში ჩართვისთვის საჭირო კვლევის ხარჯი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მოქალაქეებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს და პროგრამის ამოქმედების დღიდან მიღწეულ შედეგებზე საუბრობს.

სრულად...

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის, უმცირესობის წარმომდგენელი წევრების არსებულ დასკვნაში არის ხარვეზები, რადგან დეპუტატები არ წყვეტენ თუ ვისი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს ამას წყვეტს სასამართლო და რაც დასკვნაში არის წარმოდგენილი ეს არის მართლმსაჯულების საგანი და არა პარლამენტარების.

სრულად...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი