საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0301 პუნქტით გამყარდა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საპრეზიდენტო პროგრამაზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალი უსახური ეკლესიების აშენების მაგივრად კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ძველი კულტურული ძეგლების რესტავრაციაზე რომ დახარჯონ თანხები უკეთესი იქნება.
„როდესაც ინსტიტუციებზე ვსაუბრობთ, - აქ არ არის ლაპარაკი პარლამენტის თაჯდომარე, პრეზიდენტი, - საპარლამენტო რესპუბლიკაში კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტი არის წამყვანი ორგანო, რომელიც არა მხოლოდ ახორცილეებს, არამედ აფორმირებს მთავრობას, აკონტროლებს მთავრობას, მთავრობასთან ერთად შეიმუშავებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და შემდეგ აკონტროლებს, თუ როგორ ხორციელდება ეს პოლიტიკა - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა.
„უსაფრთხოების სტანდარტის მიღწევის შემთხვევაში, სასტუმრო „ველმონდი“ აუცილებლად გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, არსებობს მტკიცე მხარდაჭერა, რომ რაც შეიძლება მალე მიეცეს ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება“, განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნაზე სასტუმრო „ველმონდისათვის“ საქმიანობის შეჩერების შესახებ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. ჩუგოშვილის თქმით, ამ განცხადებას მეტი გააზრება სჭირდება, რადგან ვერ ვიტყვით თუ რა გახდა განცხადების მიზეზი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ასევე ამბობს, რომ ოკუპაციის პრობლემა რუსთის ფაქტორის არსებობის გამო ვერ გვარდება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გორში, I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ტაქსებზე რეგულაციების დაწესების გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება 100 000-ობით ტაქსისტსა და მათი ოჯახების წევრებს მშიერს ტოვებს.
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონაზე დენი მას შემდეგ გადავიდა, რაც მან საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას დიალოგის თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში პასუხობენ.
300-ზე მეტი მედიაორგანიზაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თავდასხმების შესაკავებლად და თავისუფალი პრესის მხარდასაჭერად ხუთშაბათს კამპანიას იწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.