პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილ დირექტორს, ჯონ ბრენანს საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომის უფლება შეუჩერა. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა ოთხშაბათს განაცხადა. ბრენანი CIA-ის დირექტორად 2013-2017 წლებში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დეპარტამენტების დირექტორები შეიცვალნენ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეორედ დაიბარეს. „კურიერის“ ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამჯერად ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერის საქმეზეა დაბარებული, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი და ბრალდებულები გაასამართლა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი თანამედროვე ტიპის სპეცტექნიკა შეიძინა. მრავალფუნქციური ტრაქტორი მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 183 000 ლარად, შპს „ბასმოტორსისგან“ შეიძინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილეს.
თელავში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 25 წლის კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელაღსრულების მე–9 დაწესებულებიდან თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იტყობინება ამ წუთებში „კურიერი“.
„თავის თავისთვის იცხოვრა ამ პოსტზე ამ პერიოდის განმავლობაში“, ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-თან საუბრისას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.