საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თუ რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

სრულად...

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს ქალაქგარეთ, ახალგაზრდების და ხალხისგან შორს, გადაიტანს.

სრულად...

„ჩვენს მოცემულობაში, სჯობს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით იყოს არჩეული. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. პრეზიდენტი უნდა იყოს აპოლიტიკური ფიგურა, ის უნდა იყოს როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის პრეზიდენტი, ამიტომ არჩევის წესი უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ ბაზას, რომ ის იყოს ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე, თუნდაც მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიისა” - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

სრულად...

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთში, მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.

სრულად...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 ადამიანი კი დაშავდა.

სრულად...

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში თამარის ხიდის რესტავრაცია დაიწყება.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონში ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ნებართვა მისი მერად არჩევის მერე არის გაცემული და ამ შეცდომასა და შენიშვნას იღებს.

სრულად...

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მას 26 ათასამდე ხელმოწერა უნდა ჰქონდეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს, რადგან მას „ქართულმა ოცნებამ მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქი დაუთმო საპარლამენტო არჩევნების დროს. დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მმართველმა გუნდმა რომც არ დაუჭიროს მხარი, ის ბოლომდე იბრძოლებს.

სრულად...

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიებზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშენი მასალების ტროტუარებზე გადმოტანის პრობლემა მხოლოდ დიდუბის რაიონს არ ეხება და ეს პრობლემა ყველა რაიონში მოგვარდება.

სრულად...

თურქეთმა შეერთებული შტატებიდან შეტანილ პროდუქტზე, მათ შორის ავტომობილებზე, ალკოჰოლზე და თამბაქოს ნაწარმზე საბაჟო ტარიფი გაზარდა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი