საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.
„ეკლესიას რომ გვჯეროდეს, რომ უდანაშაულოა, ჩვენ გამოვიყვანდით აქამდე", აღნიშნული განცხადება საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გააკეთა.
მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის 35 კმ-იანი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ელიაობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა. ელიაობა ტრადიციულად წირვა-ლოცვით დაიწყო. გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში, ჭადრაკში, ნარდსა და შაშში.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ნინო გვენეტაძის გადადგომა და მედიის საშუალებით შეიტყო მისი ეს გადაწყვეტილება.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გვენეტაძის პოსტის დატოვების მიზეზი, მისი ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. მანვე დაამატა, რომ გვენეტაძეს წლებია იცნობს, და რომ მას არ მოერიდებოდა ნამდვილი მიზეზის დასახელება გადადგომასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ მას და ნინო გვენეტაძეს სხვადასხვა თემებზე ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა კონსენსუსი ყოველთვის მიღწევადი იყო. მიქაუტაძე აცხადებს, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები ცდილობენ, სასამართლოში მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში პირველ აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისა და თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან ამავე აკადემიის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ. , აკადემიის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გ. ბ. , საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური მაიორი ა. რ. , ასეულის მეთაურის მოადგილე უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი სერჟანტი ა.გ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, TV პირველის „დღის ამბებში“ ისაუბრა. ჯანეზაშვილის თქმით, გვენეტაძე ჯერ კიდევ ნოემბერში საუბრობდა, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ასევე ჯანეზაშვილი ამბობს, რომ გვენეტაძის გადადგომა კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემას „კლანი“ მიხელ ჩინჩალაძეს მეთაურობით მართავს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას, მოულოდნელს უწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.