ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ყველა კითხვას უპასუხებს.ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე ეხმაურება.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გამოიკითხებიან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო და უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა.
ძლიერმა ქარმა და წვიმამ, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც წალენჯიხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი იყო.
„კერძო სექტორთან შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც ვაპირებ, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, რა აწუხებს კერძო სექტორს, რა პრობლემები აქვთ, როგორ შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ ამ პრობლემების გადაჭრაში“, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ.
„მიმდინარე წელს, 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის იმ ფორმაში, როგორც, პოლიტიკურ ფორმას ვგულისხმობ, როგორშიც იგი თავს თვლიდა 2014-ში, 16-ში, თუნდაც შარშან“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ საუბრისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძის წასვლას „ფეისბუქზე“ ეხამურება და აცხადებს, რომ გვენეტაძე „ბოლომდე იყო იმ არაჰუმანური, ანტიდემოკრატიული და კორუფციული სისტემის ნაწილი, რასაც ივანიშვილის სასამართლო სისტემა ქვია“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ დღეს პოლიტიკური ძალები ძირითად საკითხებზე თუ არ შეთანხმდნენ, ჩამოიშლება ისიც, რაც გააჩნია საქართველოს, როგორც ქვეყანას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.