საქართველოს პრეზიდენტი იმ მიზეზებს ხსნის, რის გამოც „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს „ვერ ასახელებს“. მარგველაშვილი ამას „პოლიტიკურ კურიოზად“ მიიჩნევს და დასძენს, რომ ამის მიზეზია ის, რასაც მმართველი გუნდი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ დაკნინების მიზნით აკეთებდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის ხელმძღვანელსა და კიდევ სამ პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დაითხოვენ.
მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადატანის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას უპასხუა და თქვა, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.
ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25-30 და ხშირ შემთხვევაში, 40%-ს ხარჯავს სესხების მომსახურებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ეს იწვევს ძალიან მძიმე ეფექტებს ეკონომიკაში, მათ შორის, სიღარიბის დაძლევის თავალსაზრისით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ყურადღება მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების სრულიად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები.
„ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოქმედი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობა ყოფილი პრემიერ მინისტრის სამთავრობო პროგრამის წინასიტყვაობის თითქმის იდენტურია.
მიმდინარე წლის 14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი.
ბ-ნო მამუკა, თქვენ თითქმის ყველა გამოსვლაში ახსენებთ ჭარბვალიანობას და საუბრობთ გარკვეული მუქარით, აი, ჭარბვალიანობა თითქოსდა, თქვენ დაგრჩათ მემკვიდრეობით და ეს მემკვიდრეები გაუგებარია ვინ არიან - ოპოზიციაა? საიდან გაჩნდა ჭარბი ვალი? - მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხდონ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ მინისტრს ჰკითხა, რომ უსაფრთხოების სფეროში „მძიმე ჩავარდნების ფონზე“ ხომ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღმასრულებელ ხელისუფლებას დაექვემდებაროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.